Sunday, March 8, 2015

მერვე დრის რეფლექსია

ძალიან სასიამოვნო დღეა დღეს ყველა ქალბატონს და განსაკუთრებით ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ვულოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს , მადლობას ვუხდი ჩემი და ჯგუფის სახელით მუდამ ბედნიერი და გახარებილი იყავით ძალიან დიდ პატივს გცემთ და გვიყვარხართ .


რაც შეეხება ტრეინინგ ზალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი დღე იყო . მოკლედ განვიხილეთ წინა ტრეინინგის მასალა , განვიხილეთ პროექტის შეფასების ჩეკლისტი რაც ძალიან მომეწონა და მომავალშიც გამოვიყენებ. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა , რაც ძალიან მომეწონა .

Saturday, March 7, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ წინა ტრეინინგის მასალები მოკლედ .ერთმანეთის ნამუშევრები წყვილებში განვიხილეთ და მივეცით შენიშვნები ერთმანეთს . გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე .

Sunday, March 1, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. შეფასების რუბრიკები . შევქმენით პროექტის შეფასებისა და პრეზენტაციის რუბრიკები. ვისწავლეთ ლინკების შექმნა .ასევე ვისწავლეთ ბლოგზე სურათების დადება.



Saturday, February 28, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებებს , თუ როგორ უნდა იყოს დაცული იგი ამას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში . შევქმენით მოსწავლის ნიმუში პრეზენტაციის სახით. გადმოვწერეთ სურათები ინტერნეტიდან . და ბოლოს ჩვენი ნამუშევრები შევინახეთ .

Sunday, February 22, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ჩემთვის . განვიხიეთ სხვადასხვა ტიპის შეფასებები .განმსაზღვრელი და განმავითარებელი . შევქმენი წინარე ცოდნის განმსაზღვრელი ასოციაციების რუკა.











Saturday, February 21, 2015

მესამე დღის რეფლექსია

გავეცანით სტანდარტებს და ჩვენი თემიდან გამომდინარე ავირჩიეთ ინდიკატორები . განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის ახალი ზმნები .ახალი ზმნების გამოვიყენე პროექტის გეგმაზე მუშაობისას . რაც დამეხმარება მაღალ სააზროვნო უნარებზე რომ გავიყვანო მოსწავლეები.  ასევე გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებს და მისი დახმარებით შევადგენ საკვანძო , თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს .

Tuesday, February 17, 2015

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით ინდივიდუალურად ერთმანეთის პროექტების თემებს . გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის დეტალები . გავეცანით პროექტების პუბლიკაციას და ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა . ვნახეთ ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები ამ რესურსებს გამოვიყენებ ,როგორც პროექტზე მუშაობის დროს ასევე საგაკვეთილო პროცესში .